16 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ყველა კვლევით დასტურდება, რომ "ოცნება" შეინარჩუნებს დომინანტი პოლიტიკური ძალის სტატუსს - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" მომდევნო წლების განმავლობაში კვლავ შეინარჩუნებს დომინანტი პოლიტიკური ძალის სტატუსს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არჩევნებზე დადასტურდება. 

"ყველა კვლევაზე უკეთესია, დაველოდოთ არჩევნების დღეს და ყველაფერი ნათლად დადასტურდება და გამოჩნდება. არ უნდა იძლეოდეს ოპოზიციური ძალებისთვის არასწორი განწყობების შექმნის მიზეზებს და ა.შ. როგორც ხშირ შემთხვევაში გამოიყენება.

პრაქტიკულად, ყველა კვლევით, უდავოდ დასტურდება, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მას დამაჯერებელ გამარჯვებას მოაპოვებინებს უახლოეს არჩევნებზე და მომდევნო წლების განმავლობაში ის კვლავ შეინარჩუნებს დომინანტი პოლიტიკური ძალის სტატუსს,"-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, "ოცნების" კანდიდატს 50,3%-ის მხარდაჭერა აქვს, ხოლო" ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს - 37,8%.

დღის ამბები