ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად საერთაშორისო მხარდაჭერაა საჭირო.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა შეუერთდება ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც იქნება ღია იმისთვის, რომ ყველა მსურველმა მოაწეროს ხელი.
"ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა. ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ რუსულ აგრესიას გავუმკლავდეთ და შევაჩეროთ ყირიმის ოკუპაცია. ჩვენ შევუერთდებით ერთობლივ დეკლარაციას, ეს დოკუმენტი იქნება ღია, რომ ყველა მსურველმა მოაწეროს ხელი და ვფიქრობ, ეს იქნება მტკიცე პოლიტიკური საფუძველი ყველაფერ იმის, რაზეც ერთად ვმუშაობთ. მჯერა, ეს დაგვეხმარება და წინ აღუდგება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ერთობლივ მუშაობაზე, უნდა ვიფიქროთ სანქციებზე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ადამიანის უფლებები. ასევე მოგვიწევს ფიქრი ოკუპაციის ეკონომიკურ შედეგებზე და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.