საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს თვდაცვის მდივანი აცხადებს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას.
"რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს," - აცხადებს ლოიდ ოსტინი.
შეგახსენებთ, ცოტახნის წინ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს.
ამერიკის თავდაცვის მდივანი საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოვიდა.