16 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
"ღამის თევები და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო" - ნიკა მელია საპროტესტო აქციების გეგმას ცვლის

ქუჩის აქციები კვლავ ოპოზიციის მთავარი აქტივობაა. იუსტიციის სამინისტროს შემდეგ მომიტინგეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს. წუხანდელისგან განსხვავებით მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დღეს ვითარება არ დაძაბულა. მომიტინგეებს სიტყვით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, 10 ნოემბერს აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც გაიმართება, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული. მანამდე კი, მელიას განმარტებით, აქცია რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად გაიმართება.

"უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილი იქნება და აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი საავადმყოფოში, რომელსაც ჰქვია სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულება.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ბრძოლა არ უნდა გაგრძელდეს. მგონია, რომ ღამის თევები და ენერგიის გამოცლა თქვენგან და ბევრი სხვა ადამიანისგან არ არის საჭირო, დილიდან ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს. წუწუნის დრო არაა, ბრძოლის დრო არის," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები