16 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ექსპრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა. დიპლომატის იმედს გამოთქვამს, რომ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ და იმედი ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას.

"მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ითხოვდნენ მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც მისი უფლებაა. ეს ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით,"- აღნიშნა ელჩმა.

დღის ამბები