17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
"უკრაინელები წარმოუდგენელი სიმამაცით იცავენ თავს, რუსეთმა კი უკვე წააგო" - ენტონი ბლინკენი 

უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ისშტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მსოფლიოში მარცვლეულის მიწოდებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 25 მილიონი ტონა მარცვლეული რუსეთის ბლოკადის გამო უკრაინის ტერიტორიიდან ვერ გადის.

"უკრაინელები წარმოუდგენელი სიმამაცით იცავენ თავს, რუსეთმა კი უკვე წააგო. პუტინის მიზანი, როგორც თავად თქვა, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურებაა. ამ მიზანს ვერ მიაღწია. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს იმაზე დიდხანს, ვიდრე იცოცხლებს პუტინი. რუსეთს, დონბასში მიღწეული გარკვეული წარმატება საკმაოდ ძვირი დაუჯდა. არსებული ცნობებით, შეჭრის დაწყებიდან დაიღუპა, ან დაიჭრა ათი ათასობით რუსი სამხედრო. რუსეთი განაგრძობს ტანკების, ავიაციის, ჯავშანტექნიკის დიდი რაოდენობით დაკარგვას. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარს კვალავაც დაბალი საბრძოლო სულისკვეთება და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს,“ - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

დღის ამბები