17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ლვოვში ჩავიდნენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

"სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხისგან.

მადლობელი ვარ ანდჟეი დუდასი და გიტანას ნაუსედასი მათი ვიზიტისთვის. მადლობა ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!," - წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.

ამასთან, დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც გამართა შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ასევე პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.

დღის ამბები