17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
გისოსებს მიღმა მყოფი ქალებისთვის მოწყობილი სიურპრიზი - ცნობილი მსახიობი, პაატა გულიაშვილი ქალთა კოლონიაში

გისოსებს მიღმა მყოფი ქალებისთვის მოწყობილი სიურპრიზი - ცნობილი მსახიობი და პოპულარული შოუს ავტორი ქალთა კოლონიაში სწორედ იმ დროს შევიდა, როდესაც მისი პაროდია სრულდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ნომერ მეხუთე დაწესებულებაში გულიაშვილი იმაზე უფრო პოპულარულია, ვიდრე ამას თავად ელოდა.

პაატა გულიაშვილის სცენაზე ასვლამდე კი, საპატიმროში მყოფმა ქალებმა ციხის სცენაზე თეატრალური დადგმა წარმოადგინეს. სიმღერებისა და პაროდიების შემდეგ კი, იმპროვიზირებულ სცენაზე, პაატა გულიაშვილი ავიდა და პატიმრებთან ერთად იმღერა. ნომერ მეხუთე დაწესებულებაში სასჯელს 300-მდე პატიმარი ქალი იხდის. ახალი წელი წელს მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც მიულოცა.

დღის ამბები