13 მაისი 2024,   17:01
ვრცლად
საბერძნეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი

საბერძნეთში სამგზავრო მატარებელს სატვირთო მატარებელი შეჯახა. შედეგად რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა, სამს კი ცეცხლი მოედო. შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა. 

შემთხვევის დროს მატარებელში 350 მგზავრი იმყოფებოდა. BBC-ის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი სალონიკიდან ლარისასკენ მიემართებოდა. 

ადგილზე მობილიზებულია, დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი და 40 სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია მატარებლების შეჯახება, ჯერჯერობით, უცნობია. 

დღის ამბები