17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
ცნობილი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და ამერიკული "ვოისის" ჟიურის ყოფილი წევრი სილო გრინი, თბილისში კონცერტს გამართავს

ხუთგზის გრემის მფლობელი ქართველ მსმენელს მიმართვას უგზავნის. ცნობილი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და ამერიკული "ვოისის" ჟიურის ყოფილი წევრი, თბილისში კონცერტს გამართავს. 

მსოფლიო ვარსკვლავისთვის ეს საქართველოში პირველი კონცერტი არ არის. სილო გრინი "ბლექ სი არენაზე" მსმენელის წინაშე 2017 წელს წარსდგა.

მუსიკოსი თბილისში Stagelove Affair-ის მოწვევით ჩამოდის. კონცერტის ორგანიზატორებისთვის ეს პირველი ღონისძიებაა. ისინი ქართველ მსმენელს სხვა მსოფლიო დონის არტისტების ჩამოყვანასაც ჰპირდებიან.

ვიდრე, ხუთგზის გრემის მფლობელი ქართველი მაყურებლისთვის იმღერებს, ფექტორი თბილისის სპეციალურად მოწყობილ რამდენიმე სცენაზე, ქართველი და უცხოელი შემსრულებლები სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ.

Billboard Music Award-ის, Brit Award-ისა და კიდევ მრავალი მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულის მოსმენა ქართველ მსმენელს ორ დღეში შეეძლება. სილო გრინის ცნობილი ჰიტები 3 მარტს, ფექტორი თბილისის სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გაჟღერდება.

დღის ამბები