20 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
„აქ მშენებლობა ვერ დაიწყება" - საპროტესტო აქცია პეკინის ქუჩაზე

აქცია იყო გვიან ღამით პეკინის 23 ნომერში. ადგილობრივი მოსახლეობა საბავშვო ბაღის გასხვისებას და მის ადგილზე მაღალსართულიანი კორპუსების შესაძლო მშენებლობას აპროტესტებდა.

აქციაზე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, იმყოფებოდა. მისი თქმით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში მერიასა და სამშენებლო კომპანია "ელზუროს" შორის მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს.

„აქ მშენებლობა ვერ დაიწყება, გამორიცხულია, არც საბავშვო ბაღი დაინგრევა და არცერთი ხე მოიჭრება. დროა შინაგან საქმეთა მინისტრის კორუმპირებულმა მოადგილემ, გამეზარდაშვილმა, რომელსაც გვერდები ექავება, მიიღოს გადაწყვეტილება და დატოვოს აქაურობა, თავისი კომპანია „ელზურო“ წაიყვანოს,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მოსახლეობა დედაქალაქის თვითმმართველ ორგანოს დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებს.

აქციაზე საბურთალოს გამგებელიც მივიდა.

დღის ამბები