რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამრთლოში ხვალ 12:00 საათზე სხდომა ჩაინიშნა. მოსამართლე ურთმელიძემ ტელეკომპანიის წარმომადგენლების თხოვნა 19 ოქტომბერს გამართულიყო პროცესი არ გაითვალისწინა.
მიზეზი რატომაც რუსთავი 2 სხდომის სხვა დროს ჩატარებას ითხოვდა იყო ის, რომ გენერალური დირექტორი მივლინებაშია იურისტი კი ავსტრიაში შვებულებაში იმყოფება.
"მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე ურთმელიძე ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას დააკმაყოფილებს. ხვალ არის პროცესი არ ვიცი რას გადაწყვეტს არ ვიცი რას მისცემს, წილებს დაუბრუნებს თუ სხვა. მოსამართლე ურთმელიძემ უნდა მოიგონოს რაღაც. მოგონება ყველაფრის შეიძლება. მე თავი კვალიფიციურ იურისტად მიმაჩნია და ეს სარჩელი ბოდვაა, რას მოიგონებს ნაყიდი ურთმელიძე არ ვიცი.
ხვალ არის პროცესი მე მივლინებაში ვარ, დიპლომატებსაც უნდა შევხვდე და რეგიონში გავდივარ და ჩვენი იურისტი წასულია შვებულებაში ავსტრიაში ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის ასაღებად. ამის შესახებ ჩვენ მოსამართლეს ვუთხარით, ვთხოვეთ, რომ 19 ოქტომბერს გამართულიყო მაგრამ 2 ოქტომბერს ჩანიშნა და ხვალ თუ ის პროცესსაც ჩაატარებს ამ ყველაფრის მერე, პირადად ვპირდები, რომ ამ ქვეყანაში მისი დასაქმება ამ ხელისუფლების შემდეგ მისი საქმიანობა როგორც იურისტის იქნება შეუძლებელი ის იქნება სხვა პროფესიით ეძებოს სამსახური. ყველაფერს გამოვიყენებ კანონის ფარგლებში და ყველაფერს გამოვიყენებ და მოსამართლე ურთმელიძეს, რომელიც მაშინ აღარ იქნება მოსამართლე, რომ მას არ ჰქონდეს საშუალება ამ სფეროში იმუშაოს. იმიტომ, რომ ეს არ არის სამართლებრივი შეცდომა, ის რასაც აკეთებს არის ჩემი, ჩვენი შვილების მომავლის წინააღმდეგ,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.