18 მაისი 2024,   15:37
ვრცლად
სურამში სატვირთო ხრამში გადავარდა - ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული

სურამში სატვირთო ავტომობილი ცენტრალური მაგისტრალიდან ხრამში გადავარდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გამოყვანა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) დაიწყო.

დღის ამბები