18 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
განათლების მინისტრი ახალგაზრდებს რუსთავის მედიათეკაში შეხვდა

განათლების მინისტრი რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა რუსთავის მერიის პროექტის, "თაობა რუსთაველის" ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ქალაქის მერმაც.

გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში მათი როლის გაძლიერების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო და სხვადასხვა სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დღის ამბები