20 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ბათუმში ნაციონალური მოძრაობის წევრი დააპატიმრეს

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის წევრი დააპატიმრეს. რევაზ ხარაზს ხულიგნობაში ადანაშაულებენ, მას ბრალი ოფიციალურად წარდგენილი ჯერ არ აქვს.

მომხდარი ხარაზის მეგობარს, სოლომონ ბაჯელიძესა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

თავად ბაჯელიძე ამბობს, რომ ორი დღის წინ ის პოლიციამ არჩილ ხაბაძის ესკორტის ხელის შეშლაში დაადანაშაულა და ერთი წლით მართვის მოწმობა ჩამოართვა, რაც რევაზ ხარაზმა გააპროტესტა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთელი ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორთან გაატარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზო ხარაზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

დღის ამბები