ქობულეთში ამ დრომდე გართულებულია მოძრაობა რამდენიმე ქუჩაზე. წუხანდელი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ ქალაქის ნახვრის პარალიზება გამოიწვია.
დროებით გადაკეთილი იყო ქობულეთი ბათუმის მაგისტრალიც, მაგრამ ამ დროისთვის მოძრაობა გახსნილია.
მაშველებმა, რომლებიც ქობულეთში სხვადასხვა რეგიონებიდან გამოიძახეს, დატბორილი სახლებიდან რამდენიმე ადამიანი ნავებით გამოიყვანეს.არცერთ მოქალაქეს არ დასჭირვებია მნიშვენლოვანი სამედიცინო დახმარება.
წყალი ელექტრო სადგურშიც შევადრდა და 14 ათასი აბონენტი ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის ქალაქში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.