აჭარა კვლავ სტიქიის ზონააა. ამჯერად ძლიერი წვიმამ და ქარმა განსაკუთრებით ქობულეთი დააზარალა. დაიტბორა სახლები, წყლით იყო სავსე საავტომობილო გზები, საკრინიგზო ლიანდაგები.
უხვი ნალექის გამო ქობულეთი დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო, თუმცა დღის ბოლოს როგორც საავტომობილო გზების, ასევე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მოხდა.
ქობულეთში ათობით ოჯახს წყალმა საცხოვრებელი ფართი იმდენად დაუზიანა, რომ ის საცხოვრებლად აღარ გამოდგება. წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები აწარმოებდნენ.
სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად გელაურის და საავადმყოფოს დასახლებები დაზარალდა. მოსახლეობის ცნობით მოვარდნილი წყლის დონე იქ ერთ მერტს აღწევდა. ადგილობრივების ინფორმაციით სტიქიის მიზეზი მდინარე აჭყუს დაბინძურებული კალაპოტია.
სტიქიისას დაიტბორა ქობულეთის ელექტროსადგურიც, რის გამოც თითქმის მთელი დღე ელექტროენერგია 14 ათასზე მეთ აბონენტს არ მიეწოდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ქვესადგუტრში ამ დროისთვის უკვე ამოტუმბვითი სამუშაოებია დაწყებული.
რა ზარალი მიადგა ქობულეთს სტიქიის შედეგად ჯერ უცნობია. გამგეობაში შექნმნილი კომისია დაზიანებული სახლების შესწავლას სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყებს.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი, ნათია ტრაპაიძე.