20 ივნისი 2024,   15:30
ვრცლად
ავარია რიკოთის უღელტეხილზე - არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ჯერ 4 მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა

რიკოთის უღელტეხილზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ყველა მათგანის დაზიანება მსუბუქია.

არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ჯერ 4 მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა. დაზიანდა ტრაილერის მძღოლი და მსუბუქი ავტომობილის 2 მგზავრი.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები