27 ივნისი 2024,   11:33
ვრცლად
გიორგი ვაშაძის გუშინდელი განცხადება დისკრიმინაციის ფსკერს ქვემოთ დაშვების პირველი შემთხვევა არ არის - დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი ვაშაძის მხრიდან დისკრიმინაციაზე საუბრობს და თვლის, რომ ვაშაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან მათი შეფასებით, ეს არის სიძულვილის ენა. აუტისტური სპექტრის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება კი დაუშვებელია.

დავით მათიკაშვილის თქმით, ვაშაძემ ონკოპაციენტებთან მიმართებაში თქვა, რომ ეს წყალში გადაყრილი ფული იყო.

“გიორგი ვაშაძემ შეურაცხყოფა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კი არ მიაყენა, საკუთარი ფრაზით შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანს მიაყენა, რომლებიც აუტისტური სპექტრის ქვეშ მოიაზრებიან, მან ამ ადამიანების წარმოჩენა ნეგატიური თვალსაზრისით სცადა, მისი მხრიდან ეს დისკრიმინაციის ფსკერს ქვემოთ დაშვების პირველი შემთხვევა არ არის, მან გარკვეული დროის წინ თქვა ონკოპაციენტებზეც წყალში გადაყრილი ფულიაო, ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს.

ვაშაძემ კიდევ ერთხელ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და თავისი პოლიტიკური მრწამსი გააცნო საზოგადოებას, რითაც “ნაცმოძრაობა“ ქვეყანას 2012 წლამდე მართავდა და ოპოზიციაშიც ცდილობს, ანტიადამიანური და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანა საფრთხეების წინაშე დააყენოს. მათ ასეთ დამოკიდებულებას ქართველი ხალხი არ აპატიებს და კიდევ ერთ ფიასკოს არჩევნებზე განიცდიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები