20 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
პარლამენტში განათლების მინისტრსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა გაიმართა პარლამენტში განათლების მინისტრსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

მინისტრის თქმით, შეხვედრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლის ავტორიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.

„აქვთ გარკვეული შეკითხვები, მოსაზრებები. ამიტომ ვფიქრობ, კომიტეტის მუშაობის დრო არ არის საკმარისი ასეთ სერიოზულ თემებზე სამსჯელოდ და რიგგარეშე შეხვედრებიც დგება ხოლმე,“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

აღნიშნულ კანონპროექტში გარკვეულ საკითხებს კომიტეტი პირველი მოსმენით განხილვისას არ დაეთანხმა.

 

 

 

 

 

დღის ამბები