25 მარტი 2025,   20:38
ვრცლად
ეს არის მორიგი პოპულისტური ნაბიჯი - გივი მიქანაძე ოპოზიციის სარჩელზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ოპოზიციური პარტიების ლიდერების საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე გამოეხმაურა.

      მიქანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების გადაწყვეტილება მათი PR კამპანიის ნაწილია.

      "რაიმე კონკრეტული არგუმენტი რომ ჰქონოდათ, აქამდეც გააჟღერებდნენ. ეს არის მორიგი პოპულისტური, PR კამპანიაზე აწყობილი ნაბიჯი, რათა აჩვენონ დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიციური სპექტრი კვლავაც ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს.

      ორკესტრირებულად მიმდინარეობს ამ პროცესების განხორციელება. იცით, რომ სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა საკონსტიტუციო სარჩელით. უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცესებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არანაირი საფუძველი არ არსებობს ", - განაცხადა გიგი მიქანაძემ.

      დღის ამბები
      მეტი