16 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
წესით, დებატები იმართება იმისთვის, რომ ხალხს ანგარიში ჩააბარო, რა გააკეთეს და რას გააკეთებენ მომავალში, მაგრამ არა მგონია, სალომე ზურაბიშვილთან მოუნდეს საუბარი - პაატა მანჯგალაძე ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევაზე

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს - საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა. დებატების შეთავაზებაზე საუბრისას სპორტული ტერმინოლოგია დღეს აქტუალური, "ქართულ ოცნებასთან" ერთად, ოპოზიციაშიც იყო.

"ეს რომ იყოს ფეხბურთი, სპორტი, შეიძლება თქვა, რომ რა შედეგით დასრულდება, 2:0 ან 3:1, მაგრამ რა შედეგით უნდა დამთავრდეს, რა ვიცი. წესით, დებატები იმართება იმისთვის, რომ ხალხს ანგარიში ჩააბარო, რა გააკეთეს და რას გააკეთებენ მომავალში, მაგრამ არა მგონია სალომე ზურაბიშვილთან მოუნდეს საუბარი,“ - აცხადებს პარტიის "სტრატეგია აღმაშენებელი" გენერალური მდივანი, პოლიტიკური პლატფორმის "ერთიანობა" ერთ-ერთი წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები