08 ოქტომბერი 2024,   19:53
ვრცლად
გერმანიაში სასტუმრო ნაწილობრივ ჩამოინგრა - დაიღუპა  სულ მცირე 1 ადამიანი, 8 კი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა

დასავლეთ გერმანიაში, მდინარე მოსელის ნაპირებთან, ქალაქ კროევში სასტუმრო ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 8 ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, მათ ჰქონდათ ცნობა, რომ სასტუმროს ჩამონგრევის მომენტში, შენობაში 14 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ნგრევას 5 ადამიანი უვნებლად გადაურჩა.

“დაზიანებიდან გამომდინარე, ეს უკიდურესად რთული ოპერაციაა, რადგან შენობაში მხოლოდ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით," - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ერთი ადამიანის გარდაცვალება დღეს დილით დადასტურდა, თუმცა მისი ცხედარი ჯერ ნაპოვნი არ არის.

დღის ამბები