05 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
"ქართული ბოსტნეული სათბურიდან" - ახალი პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ფერმერებს სთავაზობს, სექტემბრიდან ამოქმედდება

"ქართული ბოსტნეული სათბურიდან" - ასე ჰქვია ახალ პროგრამას, რომელსაც სახელმწიფო ფერმერებს სთავაზობს. სასათბურე მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირები მიიღებენ როგორც საგრანტო დაფინანსებას, მათ ასევე აუნაზღაურებენ კრედიტის 24 თვის საპროცენტო განაკვეთს. პროექტი, რომლისთვისაც ბიუჯეტმა 25 მილიონი ლარი გამოყო, სექტემბრიდან ამოქმედდება.

ახალი სასათბურე მეურნეობებისთვის პროექტი საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უზრუველყოფს და ზრდის საექსპორტო პოტენციალს, მათ შორის არასეზონურ პერიოდში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამის მიზანი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. "ქართული ბოსტნეული სათბურიდან" - ახალი პროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარი შეძლებს მიიღოს როგორც საგრანტო დაფინანსება, ასევე კომერციული ბანკის კრედიტის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრული ანაზღაურება.

კრედიტის მოცულობა არანაკლებ 50 000-ს და არაუმეტეს მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს. საგრანტო დაფინანსება კი სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ით განისაზღვრება და ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ გაიცემა.

ახალი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს. ფერმერები პროგრამაში სექტემბრიდან ჩაერთვებიან.

დღის ამბები