16 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
"სიმართლის რომ გეშინიათ გასაგებია, ბევრგან ნახავთ ბანერს, სადაც ვეტყვით საზოგადოებას, რომ არჩევანია კეთილდღეობა-ევროკავშირსა და სიღატაკე-იზოლაციას შორის" - გიორგი ვაშაძე უმრავლესობას პასუხობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის შესახებ საუბრობდა. მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საარჩევნო ბანერი განათავსა, რომელშიც მათი და მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრებია მითითებული, "ნაციონალური მოძრაობის" ისარი მარცხნივ, "ქართული ოცნების" კი, მარჯვენა მხარეს არის მიმართული.

გიორგი ვაშაძემ მდინარაძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო შეჩერდა.

"სიმართლის რომ გეშინიათ ეს გასაგებია. ბევრგან ნახავთ ბანერს, სადაც ვეტყვით საზოგადოებას, რომ არჩევანია კეთილდღეობა ევროკავშირსა და სიღატაკე-იზოლაციას შორის. რა არის სიცრუე მამუკა, ის, რომ რუსული კანონის მიღებით ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერეთ? თუ ის არის სიცრუე, რომ თქვენი მაფიოზური კლანების მიერ გაზრდილი ფასების გამო ადამიანებს მაღაზიაში შესვლა ეშინიათ. გაეცით ამ კითხვებს პასუხი. ბანერზე აღშფოთდით, იმიტომ, რომ სიმართლე გითხარით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები