05 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
დღევანდელი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა - "საქართველოს რკინიგზა"

"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, თბილისის შესასვლელში დღევანდელი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.

"ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევას საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

დღის ამბები