ყაზრტანსგაზის დავას საქართველოსა და ყაზახეთის ერთობლივი სამთავრობო კომისიები გადაწყვეტენ. საქართველოდან ოფიციალური დელეგაცია ასტანაში ნოემბერში ჩავა.
ყაზტრაგნსგაზი ქართული მხარისგან ინვესტიციების დაბრუნებას ითხოვს და ამისთვის წინასაარბიტრაჟო პროცესიც დაიწყო.
სათაო ოფისს შვილობილ კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისში განხორციელებული 130 მილიონი დოლარის ინვესტიციის უკან მიღებას სურს.
ეს თანხა ყაზახური მხარის ინფორმაციით, თბილისის გაზმომარაგების განვითარებისთვის 2006-2009 წლებში დაიხარჯა.
ფინანასთა მინისტრმა დღეს კომპანიას ის დავალიანება შეახსენა, რომელიც ყაზახურ მხარეს გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიმართ დაუგროვდა.
ექსპერტების შეფასებით, მთავრობა დაინტერესებულია ყაზტრანსგაზის საქართველოდან გასვლით და ყაზახური კომპანიის რუსული გაზპრომით ჩანაცვლება სურს.
ყაზტრანსგაზის სათაო ოფისი კი საქართველოს სხვადასხვა ორგანოებს ინვესტორის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ყაზტრაგზგაზის სათაო ოფისმა დავა ინვესტიციების დაბრუნებაზე 21 სექტემბერს დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ წინასაარბიტრაჟო გზით დავა ვერ გადაწყდება, კომპანია საქართველოსა და ყაზახეთ შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების მიხედვით მოქმედებას აპირებს.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, თათია ხორბალაძე, ანა წერეთელი, ზურაბ მანაგაძე.