05 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
წყალდიდობის გამო, ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ - შემთხვევა ნიგერიაში მოხდა

ნიგერიაში, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად, ზოოპარკიდან რამდენიმე ცხოველი გაიქცა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცხოველების ვიდეოები, რომლებიც ქალაქ მაიდუგურის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებიან.

ზოოპარკის დირექტორმა BBC- ის განუცხადა, რომ ზუსტად არ იცის, რომელი ცხოველები გაიქცნენ ზოოპარკიდან, თუმცა, ერთი სირაქლემა უკვე იპოვეს და დანარჩენებსაც აქტიურად ეძებენ. მისივე თქმით, იციან, დაახლოებით, რა ადგილასაა გაქცეული ნიანგიც, თუმცა, წყალდიდობის გამო, იმ ადგილზე სამძებრო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ადამიანებზე ცხოველების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია, ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამგვარი წყალდიდობა ნიგერიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ახსოვთ. სტიქიის შედეგად, 170-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით ათასს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია.

 წყარო: BBC

დღის ამბები