16 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"გვაქვს წარსული გამოცდილება, გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით - უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე" - რას ამბობდა პრემიერი რამდენიმე დღის წინ პოლიტიკოსებზე თავდასხმის რისკის შესახებ

გივი თარგამაძის აფეთქების საკითხი ცოტა ხსნის წინ ახსენა ირაკლი კობახიძემ. მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, 4 სექტემბერს, ისაუბრა დესტაბილიზაციის რისკებზე - განმარტა, რატომ მიიღო "ოცნებამ" საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების დასაცავად ზომები და ამავე განცხადებაში თქვა, რომ თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც.

"გვაქვს წარსული გამოცდილება. გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე.

გამოცდილებაც არსებობს, ასეთი საუბრები არის ოპოზიციური პარტიების შიგნით, რაზეც მრავლად მოგვდის ინფორმაცია. როდესაც ოპოზიცია არის დასუსტებული, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად, საცერივით გამოდის გარეთ ინფორმაცია.

შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიებიდან და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ თემებზე იქ მუდმივად მიმდინარეობს საუბარი.

მიზეზი მარტივია - მთელი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ჯამური რეიტინგი არის დაახლოებით 25%. ასეთ პირობებში, ისინი ეძებენ გზებს, რამენაირად, არიონ ვითარება და ასეთი ინციდენტების დაგეგმვაც ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილია.

მუდმივად საუბრობენ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციის მოწყობაზე. ეს შეიძლება იყოს, მათ შორის, კრიმინალური აქტი, მათ შორის, ისეთი ტიპის აქტი, რაც მოხდა გივი თარგამაძის შემთხვევაში.

უსაფრთხოების სამსახურში არის მიმდინარე გამოძიებაც, თემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის გეგმებთან, რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი უწყების საქმეც, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი როგორც პოლიტიკოსები ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ასეთი შესაძლო საფრთხეების თაობაზე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები