17 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
გივი მიქანაძე სოფელ ზემო ალვანის მეორე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მეორე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად ეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უზრუნველყოფილი იქნება   უსაფრთხოების  სისტემებით. აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.

სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი სრული რეაბილიტაციის და აღჭურვის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

სოფელ ზემო ალვანის სკოლაში გივი მიქანაძე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ირაკლი კუპრავასთან, დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

დღის ამბები