ნიკა გვარამია მოსამართლე ურთმელიძემ სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გამოაგდო. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ეს ფაქტი შეაფასა.
"არ იყო ჩემი ყოფნა იქ საჭირო, როგორც ჩანს, მოსამართლისთვის. იმიტომ, რომ მისთვის დისკომფორტს წარმოვადგენ. როგორც ჩანს, მოსამართლისთვის თავისუფალი მედია წარმოადგენს დისკომფორტს. ის წარმოადგენს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს. პრობლემა ის არის, რომ მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არ მიიღო არცერთი მტკიცებულება. ექსპერტიზის ჩატარების უფლებაც არ გაქვთო თქვა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს ჩატარებული და წამრმოდგენილი აქვს.
მე ადვოკატად ვმუშაობდი და არასდროს შევსწრებივარ ასეთ შემთხვევას, როდესაც საპროცესო ნორმის მითითების გარეშე ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა ჩაკითხვაზე, რის გამოც ამაზე გვიპასუხა, რომ შეჯიბრობითობის გამო, ზოგადად. წარმოუდგენელი რამე ხდება
დღეს სასამართლო დარბაზში. ჩვენ არ გვყავს მოსამართლე, გვყავს ზედამხედველი, რომელიც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაწყვეტილი აქვს. ამ უკანონობებს ჩვენ საჭირო დროს და ადგილას გამოვიყენებთ," - აცხადებს ნიკა გვარამია.