20 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
მესამე სექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს უნდობლობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაციები უნდობლობას უცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების პროცესს.

7 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

”პროცესი სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ფორსირებული წესით, უკონკურსოდ დანიშვნას უკავშირდება. საბჭოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩენს კითხვებს საბჭოს წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით და ქმნის საზოგადოების უნდობლობას ამ პროცესის მიმართ.”-ნათქვამია განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსამართლეთა დაწინაურება-დანიშვნის წესის გაწერა ნათლად უნდა მოხდეს და მხოლოდ შემდეგ შევიდეს ძალაში.

 

 

 

დღის ამბები