15 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
“დიპლომატმა არ უნდა მისცეს საკუთარ თავს იმის უფლება, რომ გასცდეს დიპლომატიურ ჩარჩოებს“ - არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩის განცხადებაზე

“დიპლომატიურ ჩარჩოს აცდენილი“ - ასე აფასებს მმართველი გუნდი საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას.

“დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“ - ამ შინაარსის სტატუსი პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელი დაწერა. ელჩი სავარაუდოდ, კახა კალაძეს გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.

ანა ლიურმანმა ლუქსემბურგში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირის გზაზე აფერხებს, პასუხად “ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მას “კუბილიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს.

მმართველი გუნდი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს.

“დიპლომატმა არ უნდა მისცეს საკუთარ თავს იმის უფლება, რომ გასცდეს დიპლომატიურ ჩარჩოებს. როგორც ჩანს, მას არც ფეხბურთი სცოდნია კარგად, თორემ მაგალითად ჰუმელსი და რუდრიგერი გაახსენდებოდა საკუთარ კარში გატანილი გოლებით, მაგრამ სპორტი სპორტია, სპორტში ყველაფერი ხდება, დაზღვეული არავინ არავინ არ არის. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს რა ენით და რა ეტიკეტის ფარგლებში უნდა ვესაუბროთ ხელისუფლების წარმომადგენელს. ასევე, როდესაც ჩვენზე საუბრობენ, ხალხს და ხელისუფლებას მიჯნავენ ერთმანეთისგან, ამ ადამიანებს ავიწყდებათ დემოკრატიის მთავარი პრინციპი. 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველას მოუწევს პატივი სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას,“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები