15 ოქტომბერი 2024,   16:57
ვრცლად
ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანაში ისე დამარცხდეს “ქართლი ოცნება“, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში - ბექა ლილუაშვილი

პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, ისე დამარცხდეს “ქართლი ოცნება“, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მისი თქმით, ამის შესრულების ერთადერთი შესაძლებლობა ტექნიკური მთავრობაა.

“თქვენ იცით ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი, ჩვენი ფუნქცია და ამოცანა არის, რომ ამ ქვეყანაში ისე დამარცხდეს “ქართლი ოცნება“, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამ ამოცანის და მისი შესრულების ერთადერთი შესაძლებლობა არის ტექნიკური მთავრობა და ჩვენ ამ კომპრომისით მოვაწერეთ ამ დოკუმენტს ხელი,“ - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

კოალიცია “ძლიერი საქართველო“, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობის ფორმირების საკითხს არჩევნების შემდეგ დაუბრუნდებიან.

“ვინ, რომელი სახელი და გვარები განახორციელებენ ამ პროგრამას მთავრობის მანდატით, ამ საკითხს ჩვენ მივუბრუნდებით მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გამოხატავს თავის ნებას,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

განცხადება გააკეთა პლატფორმის “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიის სპიკერმა, ლევან სანიკიძემ.

“ჩვენ ვრჩებით ქართული ქარტიის ერთგული, საქართველოს კონსტიტუციის ერთგული, მაგრამ, ამასთანავე ხაზს ვუსვამ, რომ დარჩენილი 11 დღის გატარებას ვაპირებთ ჩვენს ხალხთან ურთიერთობაში, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დარწმუნებაში, რომ აირჩიოს ჩვენი გაერთიანება,“ - აცხადებს ლევან სანიკიძე.

დღის ამბები