15 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ, თავისი მოღალატეობა “ისფედმა“ ყველაზე ნათლად დაამტკიცა 2020 წელს - ირაკლი კირცხალია “ისფედის“ განცხადებაზე

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ფაქტებზე და სოციალურ მედიაში წარმოებულ პოლიტიკური კამპანიების ტენდენციებზე საუბრობს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხშირად იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე, სხვადასხვა გზებით ზეწოლას ცდილობენ.

“სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს მმართველი გუნდი, მათ დღეს “ისფედის“ წარსულიც გაიხსენეს. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, “ისფედი“ პარტიული ორგანიზაციაა, რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე ქვეყნის დესტრუქციით არის დაკავებული.

“ისფედზე“ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ, რომელმაც 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა. ზოგადად, კოლექტიური გიგაურების და ლომჯარიების არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაზე საზოგადოებამ კარგად იცის. ესენი არიან პარტიული ორგანიზაციები, რომელშიც მთელი თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში დაკავებულები არიან ქვეყნის დესტრუქციით. ეს თავისი მოღალატეობა “ისფედმა“ ყველაზე ნათლად დაამტკიცა 2020 წელს. ქალბატონმა ლომჯარიამ აქ რუსთველზე და ქალბატონმა გიგაურმა ვაშინგტონში, პირდაპირ ეთერში რომ ყიდდა ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები