15 ოქტომბერი 2024,   17:15
ვრცლად
“დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ ავტოგოლები გააქვთ მის ხელისუფლებაში, როდესაც ყველა დიპლომატიურ ჩარჩოებს არღვევენ“- ირაკლი კირცხალია

“დიპლომატიურ ჩარჩოს აცდენილი“ - ასე აფასებს მმართველი გუნდი საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას.

“დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“ - ამ შინაარსის სტატუსი პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელი დაწერა. ელჩი სავარაუდოდ, კახა კალაძეს გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.

ანა ლიურმანმა ლუქსემბურგში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირის გზაზე აფერხებს, პასუხად “ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მას “კუბილიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს.

მმართველი გუნდი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს:

“დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ ავტოგოლები გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში - კომიტეტის თავმჯდომარეებს, მოადგილეებს და ა.შ. როდესაც ყველა დიპლომატიურ ჩარჩოებს არღვევენ და ღიად ერევიან უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები