15 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
ქართველი ხალხი გასცემს ამ ყველაფერს პასუხს 26 ოქტომბერს - თეონა აქუბარდია

“ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მათი მხარდამჭერების გასამართლებას ითხოვს “ნეიტრალური საქართველო“.

საზოგადოებრივი მოძრაობა აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს მათი ამომრჩევლების გასამართლება.

“ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ის რაზეც “ნეიტრალური საქართველო“ საუბრობს არასერიოზულია.

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ “ნეიტრალური საქართველოს“ სურვილი სისულელეა.

“არ ვიცი ვინ არის “ნეიტრალური საქართველო“, არ ვიცი ვატო შაქარაშვილი ვინ არის, მე ვიცი რომ ამას ამბობს ბიძინა ივანიშვილიც და “ქართული ოცნებაც“, რაც ნამდვილად სისულელეა,“- აცხადებს რომან გოცირიძე.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, ქართველი ხალხი ყველაფერს პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს.

“არამხოლოდ ოპოზიციური პარტიების გაუქმებით, არამედ ხალხის დასჯის ლოზუნგით გამოდიან და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ბრძოლას რაც ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არ გამოვა ეს ყველაფერი, რადგან ქართველი ხალხი გასცემს ამ ყველაფერს პასუხს 26 ოქტომბერს,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები