30 დეკემბერი 2024,   21:17
ვრცლად
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა თავდაცვის ძალების რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე მთავრობის განკარგულებას მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, X მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, ბოლო საკომიტეტო სხდომა გამართა, რომელზეც დეპუტატებმა თავდაცვის ძალების რაოდენობის შესახებ მთავრობის განკარგულებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საკითხის მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენის პარალელურად, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად თავდაცვის ძალების რაოდენობის განკარგულება წარედგინება. მისივე თქმით, ისევე როგორც მიმდინარე წელს, 2025 წლისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობა არა უმეტესს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა კომიტეტის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო წარმატებები უსურვა.

დღის ამბები