20 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ლადო პაპავა გადადგომაზე უარს აცხადებს, სტუდენტები კი შიმშილობით იმუქრებიან

აქცია ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში დასრულებულია. 

ლადო პაპავას სტუდენტებმა გადადგომისთვის ვადა 22:00 საათამდე მისცეს, თუმცა რექტორი გადადგომას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეს დააზარალებს უნივერსიტეტს, რაც პაპავას ტქმით თავად სტუდენტებსაც კარგად უნდა ესმოდეთ. 

შეგახსენებთ, რომ  ცოტა ხნის წინ ლადო პაპავას კაბინეტში სტუდენტები საყვირებითა და წითელი ბარათებით შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ ლადო პაპავა არ ზრუნავს მათი პრობლემების მოგვარებაზე. საუბარია უნივერსიტეტის კორპუსებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, ბიუროკრატიასა და ტენდერებზე, რომლებიც სტუდენტების თქმით არაობიექტურად ტარდება. 

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სტუდენტები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები