27 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
"განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მეთოდოლოგიისა და მანდატის განხორციელებისთვის" - ეუთო/ოდირის დამკვირვებელი ოუენ მერფი

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, ოუენ მერფმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანამშრომლობისთვის, რათა მათი მისია სრულყოფილად განეხორციელებინათ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ქართველ ამომრჩეველს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი სადამკვირვებლო მისიის წევრებს. განსაკუთრებით, დიდი მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო მისებს, ქართველებისგან დაკომპლექტებულს, თანამშრომლობისთვის.

განსაკუთრებით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მეთოდოლოგიისა და მანდატის განხორციელებისთვის. ასევე დიდ მადლობა ყველა თარჯიმანს, რომელიც დახმარებას გვიწევდა დღეს", - განაცხადა ეუთო/ოდირის დამკვირვებელმა, ოუენ მერფმა.

დღის ამბები