27 ოქტომბერი 2024,   19:30
ვრცლად
IRI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი: მთლიანობაში, უბნებზე ტექნიკურად კარგად ჩატარდა კენჭისყრის პროცესი, ახალი ტექნოლოგიები მუშაობდა ისე, როგორც იყო განსაზღვრული

საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარი განცხადებები გაკეთდა ეროვნულ-დემოკრატიული და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების მიერ. ერთობლივ ბრიფინგზე NDI და IRI-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები ტექნიკურად გამართულად ჩატარდა, თუმცა აღინიშნა არათანაბარი საარჩევნო გარემო და ე.წ. სტრუქტურული ბარიერები.

IRI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ჯონ შიმპუში აცხადებს, რომ მთლიანობაში, უბნებზე ტექნიკურად კარგად ჩატარდა კენჭისყრის პროცესი.

"დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ბევრი შემთხვევა, როცა პირადობის მოწმობები იქნა მოთხოვნილი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე. IRI-ის დამკვირვებლები იყვნენ 260 უბანზე. მთლიანობაში, უბნებზე ტექნიკურად კარგად ჩატარდა კენჭისყრის პროცესი. ახალი ტექნოლოგიები მუშაობდა ისე, როგორც იყო განსაზღვრული, იყო კითხვის ნიშნები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, ასევე სისტემური ზეწოლა, რამაც შექმნა შიშის გარემო," - აცხადებს ჯონ შიმპუში.

 

დღის ამბები