27 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
ჩვენ ვნახეთ ისეთი დარღვევები, რომლებიც დიდი ხანია არ გვინახავს და ეს იყო ძალიან პრობლემური - ISFED-ის დირექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, შესაძლოა, გარკვეული ზეგავლენა იქონია არჩევნების ნდობასთან დაკავშირებით.

"პრეზიდენტთან ვიყავი მიწვეული არჩევნებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომელიც სადამკვირვებლო მისიებს აქვთ. ვიყავით, რომ გაგვეზიარებინა ის საკითხები, რომელიც ჩვენ გამოვავლინეთ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს. გამოვლენილმა დარღვევებმა, შესაძლოა, ზეგავლენა იქონია, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ისეთი სერიოზული დარღვევები, რომლებიც დიდი ხანია არ გვინახავს და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან პრობლემური," - განაცხადა ნინო დოლიძემ.

დღის ამბები