27 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი: NDI-ის დამკვირვებლების თანახმად, ხმის მიცემა ძირითადად მიმდინარეობდა კანონის შესაბამისად

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, პერ გორან ეკლუნდის განცხადებით, არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა, თუმცა აღინიშნა, რომ დამკვირვებელთა ჯგუფებმა დააფიქსირეს დარღვევებიც.   

"დელეგაცია ჩამოვიდა თბილისში 21 ოქტომბერს, ჩვენ გვქონდა შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. NDI-ის დამკვირვებლების თანახმად, ხმის მიცემა ძირითადად მიმდინარეობდა კანონის შესაბამისად, თუმცა დამკვირვებელთა ჯგუფებმა დააფიქსირეს მძიმე დარღვევების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა წინა არჩევნებთან შედარებით. მათ შორის, ეს იყო ძალადობის გამოყენება, ბიულეტენების ჩაყრა და ა.შ." - აცხადებს პერ გორან ეკლუნდი. 

დღის ამბები