ნიკა გვარამიას სკანდალურ განცხადებასთან დაკავაშირებით განცხადებას ავრცელებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.
ტექსტში ნათქვამია, რომ ”უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე ფაქტია, როდესაც მედიის წარმომადგენელი მასზე განხორციელებული უკანონო თვალთვალის შესახებ აკეთებს განცხადებას. ეკა მიშველაძის განცხადებას, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ”- ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებულ წერილში ასევე საუბარია, რომ დროული და ადეკვატური რეაგირების არ არსებობის შემთხვევაში, გაჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ხელისუფლება გულგრილია მათდამი კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ და სამართლის შერჩევითი გამოყენების მეშვეობით იგნორირებას უკეთესებს მათი კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებას.
ამგვარ სიტუაციაში ჩნდება გაცილებით უფრო მძიმე ეჭვებიც, რომ ხელისუფლება თავად არის მსგავსი მუქარებისა და შანტაჟის ორგანიზატორი.