05 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია დაიწყო

სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია დაიწყო. პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ადგილზე იკრიბებიან. ოპოზიციამ თქვა, რომ მათი გეგმა, სპორტის სასახლესთან დაანონსებული შეკრების დრო და ადგილი მას შემდეგ შეცვალა, რაც გაარკვიეს, რომ მეორე ინსტანციაში, არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა სარჩელის განხილვა უნდა დაწყებულიყო.

გაერთიანებულ სარჩელებს მეორე ინსტანცია ხვალ განიხილავს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზე მივიდა თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ იქ მყოფთა უსაფრთხოებას:

"სასამართლოს შენობაში პროცესები მიმდინარეობს, რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია და რაიმე დაძაბულობა, პოლიციელები იქნებიან ადგილზე, რათა სასამართლო პროცესები მშვიდად წარიმართოს. კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლო და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება და ასევე მისი ფუნქციონირების შეფერხება. თუ მოხდა მსგავსი რამ, პოლიცია მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდებს," შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

დღის ამბები