07 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
"სიების გასაჯაროების თემა მანიპულაციური საკითხია - ყველამ კარგად იცის, რომ პერსონალური ინფორმაციის დაცვა კანონით გარანტირებული და უზრუნველყოფილია" - გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, "დღის კურიერის" ეთერში, სიების გასაჯაროებაზე საუბრობს.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია სიების გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან პერსონალური ინფორმაციის დაცვა კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი.

"სიების გასაჯაროების თემა არის მანიპულაციური საკითხი, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის კანონით გარანტირებული და უზრუნველყოფილი, პერსონალური ინფორმაციის დაცვა.

ჩვენ თუ ვითხოვთ ფარულობის კომპონენტის სრულ და მაღალ დონეზე დაცვას, ეს პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება თანხვედრაში არ მოდის.

ამის არანაირი საკანონმდებლო შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია. ზოგიერთმა პირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ წერილის შესახებ. საქართველოს პროკურატურა ჩვენ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გვთხოვს ინფორმაციის დაცულობას და მის რეზერვირებას.

ვსაუბრობ და ვგულისხმობ დალუქულ პაკეტებში ინფორმაციის გაჟღერებას. ამიტომ ჩვენ იმთავითვე არ გვაქვს შესაძლებლობა თუნდაც ცალკე ინდივიდუალური მომართვის პირობებში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა. ამიტომ ეს არის ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არ იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ რამე ბაზები შევქმნათ,"- აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები