ფრანგმა ფერმერებმა პარიზის მახლობლად საპროტესტო აქცია დაიწყეს და, ტრაქტორებით, დედაქალაქისკენ მიმავალი ინფორმაციას ნაწილი გადაკეტეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პროტესტი ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზარ Mercosur-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ გამოიწვია, რომელსაც შესაძლოა ორშაბათს, G20-ის სამიტის გახსნაზე მოეწეროს ხელი.
ფერმერები, დღეიდან, მთელი საფრანგეთის მასშტაბით აპირებენ საპროტესტო აქციების მოწყობას.
აღნიშნული შეთანხმება ფერმერების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს დოკუმენტი ევროპაში სასოფლო-სამეურნეო სფეროში არაჯანსაღ კონკურენციას შექმნის.
ცნობისთვის, ამ შეთანხმების გამო, წლის დასაწყისში საფრანგეთში ფერმერები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.