18 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
"აქამდეც ვიცოდით, რომ იმ ე.წ. დაფინანსების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც მოემართებოდა ევროკავშირიდან, მიმართული იყო რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული ძალების დასაფინანსებლად" - დავით მათიკაშვილი

"ქართულ ოცნებაში" საქართველოს მთავრობისთვის 100 მილიონი ევროს გაყინვის ინიციატივაზე შეფასებები გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს ითქვა, რომ დიდწილად ევროპიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსები ხმარდებოდა საქართველოში მათივე წარმომადგენლების გაძლიერებას.

"აქამდეც ვიცოდით, რომ იმ ე.წ. დაფინანსების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც მოემართებოდა ევროკავშირიდან სწორედ რომ მიმართული იყო არასამთავრობო სექტორის, სინამდვილეში კი რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული ძალების დასაფინანსებლად და ახლა ეს არ ყოფნის ამ უსამშობლო რადიკალებს, ის თანხები, რომელიც ისედაც მოედინება ევროკავშირიდან მათ დასაფინანსებლად. ის თანხები, რომელიც გათვალისწინებულია მოქალაქეების მიზნობრივად დახარჯვისთვის, მათ ამ თანხების დაპატრონებაც სურთ. გასაკვირი ამაში არაფერია. საკუთარ სამშობლოს ისინი ყოველმხრივ ცდილობენ საფრთხე და პრობლემა შეუქმნან და ამით თვითონ იხეირონ," - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, დღეს ის გამოვა წინადადებით, საქართველოსთვის 100 მილიონი ევროზე მეტის გამოყოფა გაიყინოს. ჟოზეფ ბორელის თქმით, ეს ფული, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, ქვეყანაში მომუშავე "სამოქალაქო საზოგადოებას" უნდა გადაეცეს. აქვე, უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ გაწევრიანების პროცესი შეწყდება მანამ, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის კურსს.

დღის ამბები