20 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
"საქართველოს მთლიანად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით მომარაგება შესაძლებელია"-"SOCAR Georgia-ს" გენერალური დირექტორი

იმის შესახებ, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მთლიანად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით მომარაგება შესაძლებელია დღეს, SOCAR Georgia-ს გენერალური დირექტორის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

მაჰირ მამედოვმა კახა კალაძის განცხადებას უპასუხა, როცა მან გაზპრომთან მოლაპარაკებები აზერბაიჯანიდან არასაკმარისი გაზის ოდენობით ახსნა.

მაჰირ მამედოვის განცხადების მუხედავად, დღეს კახი კალაძემ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების საჭიროებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

კახი კალაძის არგუმენტები დამაჯერებელია უმრავლესობისთვის.

თამაზ მეჭიაური თვლის, რომ ქვეყნის საჭიროებები ყველაზე მეტად ენერგეტიკის მინისტრმა იცის.

ოპოზიციის აზრით, კი მამედოვის განცხადებამ გაზპრომთან მოლაპარაკებების პოლიტიკური მოტივი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაზპრომის საკითხის განსახილველად მთავრობის სხდომის მოწვევას ისევ ელოდება.

ავტორები: თეონა ცხომელიძე. 

დღის ამბები