რუსეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. გავრცელებულ ვიდეოში ძალადობრივი დაკავებაა ასახული.
პოლონეთიდან კალინინგრადში შესული მოქალაქე, ძალოვნებმა საკუთარი ავტომობილიდან გადმოათრიეს, ასფალტზე გაკოჭეს, შემდეგ კი დაკითხვაზე წაიყვანეს.
რუსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიის მოქალაქემ, ნიკოლაი გაიდუკმა შამპუნის ბოთლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერება შეიტანა და ენერგოობიექტების აფეთქებას გეგმავდა.